суббота, 20 декабря 2014 г.

მოგესალმებით!

გაგეცნობით, მე ვარ რუსუდან გონაშვილი, ვასწავლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას, ვარ მაიქროსოფტ ექსპერტ მასწავლებელი 2014, ექსპერტ ინოვატორ მასწავლებელი 2015, განათლების გლობალური ფორუმის მონაწილე ბარსელონაში მსოფლიოს 250 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად, ვარ მაიქროსოფტ ტრენერი, გავლილი მაქვს მაიქროსოფტის რამდენიმე ონლაინ საგამოცდო კურსი და მიღებული მაქვს ამ კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ვთანამშრომლობ მაიქროსოფტ საქართველოსთან და მათი დახმარებითა და თანადგომით, ვცდილობ, ქართველ მასწავლებლებს გავაცნო მსოფლიო საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სიახლეები და დავეხმარო მათ ათვისებასა და სასწავლო პროცესში გამოყენება -დანერგვაში.






ამ მიზნით ვიწყებ ტრენინგებს მაიქროსოფტის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ტექნოლოგიებით სწავლებაზე, ტექნოლოგიების საფუძვლების შესწავლაზე, როგორ გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. თითოეული მათგანი შედგება სხვადასვხა კონკრეტული აქტივობებისგან და ითვალისწინებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის , უნარ-ჩვევის შესწავლა-ათვისებას.
მაიქროსოფტს აქვს 30-ზე მეტი სატრენინგო მოდული, რომელიც ინგლისურ ენაზეა, პარალელურ რეჟიმში მიწევს მათი თარგმნა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეზე მორგება და ვიდეო გაკვეთილების ჩაწერა.პირველი ტრენინგის შესახებ, შეგიძლიათ  ინფორმაცია მიიღოთ გვერდზე: ტრენინგის შესახებ
ტრენინგების გავლა შეუძლია საჯარო და კერძო სკოლის ყველა პედაგოგს.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მომწეროთ ფოსტაზე: rusagonashvili@gmail.com, rgonashvili@teacher.ge

ან დამირეკოთ ტელეფონზე: 577387534
შეგიძლიათ  ბლოგზევე გაიაროთ რეგისტრაცია

3 комментария:

  1. დიდი ხანია, სოციალური ქსელის საშუალებით თვალს ვადევნებ თქვენს მუშაობას. ყოველი მომდევნო აქტივობა თუ პრეზენტაცია წინასგან თემატურად თუ შინაარსობრივად სრულიად განსხვავებულია, რაც ჩემთვის იმის დასტურია, რომ თითოეული მათგანი კონკრეტული პრობლემის მოგვარებას ემსახურება. აღფრთოვანებული ვარ თქვენი ენთუზიაზმით და კიდევ უფრო მეტად - შემოქმედებითობით, ნიჭიერებით.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დიდი მადლობა შექებისთვის :) ვცდილობ, რაც ვიცი, სხვასაც გავუზიარო. ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით და ჩვენ თუ არ ვუშველეთ თავად ქართულ განათლებას და ჩვენვე არ მოვინდომეთ რამის შეცვლა, ისე არაფერი გამოვა

      Удалить
  2. Woori Casino Login - Play on Mobile or Desktop
    The Woori Casino 출장마사지 App aprcasino will wooricasinos.info be available at Woori Casino https://octcasino.com/ on a mobile or desktop 메이저 토토 사이트 basis. To play on our mobile or desktop, you can also play with your desktop browser,

    ОтветитьУдалить