суббота, 3 июня 2017 г.

ტრენინგი ზუგდიდში

23-24 ივნისს ქალაქ ზუგდიდში დაგეგმილია ტრენინგი  სასწავლო რესურსების შექმნაზე. ტრენინგი  ფასიანია, 2 დღიანია და მოიცავს 10 საკონტაქტო საათს.
 ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან  მაიქროსოფტის საგანმანათლებლო პორტალს, პორტალზე  მუშაობის წესებს,  სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსს. ტრენინგის მსვლელობისას სამუშაოდ მიეცემათ ტრენერის რესურსი და რეფლექსია შესაფასებლად. ისწავლიან  რესურსის მიზნობრივ შექმნას და 2 ახალ საგანმანათლებლო ონლაინ ინსტრუმენტს. გადაეცემათ საკითხავი მასალა. ტრენინგის დასრულებისას მიიღებენ მაიქროსოფტის სერტიფიკატებს.
დამატებითი კითხვებისთვის მომწერეთ ფოსტაზე: rusagonashvili@gmail.com

вторник, 10 января 2017 г.

ეფექტური და ეფექტიანი სასწავლო რესურსები


 მასწავლებელი მეთოდურად კარგად დაგეგმილი გაკვეთილითა და დამუშავებული სასწავლო მასალით მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების გააზრებაში ეხმარება. სწავლების სხვადასხვა ეტაპზე აუცილებელია გავცდეთ სახელმძღვანელოს ჩარჩოებს. რეალურად ბევრი მასწავლებელი ქმნის სასწავლო რესურსს. აქ იგულისხმება არა სახელმძღვანელო, არამედ გარკვეული სახის დამატებითი მასალა, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს მასწავლებელს სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე. ამიტომაც ჩემი მასტერკლასების ერთი მოდული მთლიანად სასწავლო რესურსებს დავუთმე. მასწავლებლები ახალი მოდულით ისწავლიან:
  • სასწავლო რესურსის შეფასების კრიტერიუმებს (რა არის სასწავლო რესურსი? როგორი უნდა იყოს სასწავლო რესურსი, სასწავლო რესურსის შეფასების კრიტერიუმები)
  • მულტიმედიური გაკვეთილისთვის მასალის შექმნას (10 სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსის შექმნის ტექნოლოგიის გაცნობა. ყველა მეთოდი საავტოროა და ჩემი შექმნილია) 
ეს მეთოდებია:
  • უნივერსალური ტრენაჟორი; 
  • ტესტის შექმნა PowerPoint-ში;
  • PowerPoint-ში ელექტრონული წიგნის შექმნა;
  • დიდაქტიკური თამაში „გამადიდებელი“;
  • პაზლის აწყობა powerpoint-ში;
  • დიდაქტიკური თამაში „ჯიბე“;
  • ტრენაჟორი „ფარდა“;
  • ტრენაჟორი „ტრაფარეტი“;
  • დიდაქტიკური თამაში „ჯადოსნური მილი“;
  • დიდაქტიკური თამაში „ჯადოსნური სკივრი“( "ჯადოსნური კონვერტი")
დაინტერესებისა და კითხვების გაჩენის შემთხვევაში მომწერეთ:


გთავაზობთ რამდენიმე რესურსის პრომოს გასაცნობად


воскресенье, 4 января 2015 г.

суббота, 20 декабря 2014 г.

ყურადღება!

ქუთაისის ორივე ჯგუფთან ტრენინგი ჩატარდება 31/01 - 01/02/15წ. დილის ჯგუფის ტრენინგი დაიწყება 10 საათზე, მეორე ჯგუფთან  - 14.00 საათზე


პირველი ტრენინგი იქნება: Windows Training, OneDrive and Office Online (Teacher Academy), Microsoft Office Training (Word, PowerPoint, Excel) სატრენინგო მოდულებიდან გაკეთებული მიქსი, უფრო კონკრეტულად ტრენინგის დეტალურ მიზანსა და გეგმას გაეცნობით უშუალოდ ტრენინგის დაწყებისას. სარეგისტრაციო ფორმას ნახავთ ჩანართში: რეგისტრაცია და მასწავლებლები. ასევე გაეცნობით OneNote მასწავლებლებისათვის, იქნება მასტერკლასიც

მოგესალმებით!

გაგეცნობით, მე ვარ რუსუდან გონაშვილი, ვასწავლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას, ვარ მაიქროსოფტ ექსპერტ მასწავლებელი 2014, ექსპერტ ინოვატორ მასწავლებელი 2015, განათლების გლობალური ფორუმის მონაწილე ბარსელონაში მსოფლიოს 250 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად, ვარ მაიქროსოფტ ტრენერი, გავლილი მაქვს მაიქროსოფტის რამდენიმე ონლაინ საგამოცდო კურსი და მიღებული მაქვს ამ კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ვთანამშრომლობ მაიქროსოფტ საქართველოსთან და მათი დახმარებითა და თანადგომით, ვცდილობ, ქართველ მასწავლებლებს გავაცნო მსოფლიო საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სიახლეები და დავეხმარო მათ ათვისებასა და სასწავლო პროცესში გამოყენება -დანერგვაში.






ამ მიზნით ვიწყებ ტრენინგებს მაიქროსოფტის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ტექნოლოგიებით სწავლებაზე, ტექნოლოგიების საფუძვლების შესწავლაზე, როგორ გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. თითოეული მათგანი შედგება სხვადასვხა კონკრეტული აქტივობებისგან და ითვალისწინებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის , უნარ-ჩვევის შესწავლა-ათვისებას.
მაიქროსოფტს აქვს 30-ზე მეტი სატრენინგო მოდული, რომელიც ინგლისურ ენაზეა, პარალელურ რეჟიმში მიწევს მათი თარგმნა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეზე მორგება და ვიდეო გაკვეთილების ჩაწერა.პირველი ტრენინგის შესახებ, შეგიძლიათ  ინფორმაცია მიიღოთ გვერდზე: ტრენინგის შესახებ
ტრენინგების გავლა შეუძლია საჯარო და კერძო სკოლის ყველა პედაგოგს.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მომწეროთ ფოსტაზე: rusagonashvili@gmail.com, rgonashvili@teacher.ge

ან დამირეკოთ ტელეფონზე: 577387534
შეგიძლიათ  ბლოგზევე გაიაროთ რეგისტრაცია